საზოგადოება

წონის მატება არის, თუმცა ეს პაციენტის სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა პაციენტმა წონაში მომატება დაიწყო. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციებს ნაწილობრივ ასრულებს. 

„რაც შეეხება სააკაშვილის წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება და ეს ჩვენ გვახარებს. წონაში მატება არ არის განმსაზღვრელი პაციენტის სადმე გადაყვანის. საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. საუბარი სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე არ არის“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,244 ნახვა