პოლიტიკა

დიტო სამხარაძე: ვიდეოკადრებში იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც!

ჯერ გირჩმა დაიწყო მავნებლობა, შემდეგ სამწუხაროდ პრეზიდენტიც აყვა და ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზეო,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა.

„ შესაბამისად, ვეტო დაძლეულია. მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმდღევანდელი სტრიმიდან, ბევრი ძიება არ ჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია ხალხს ატყუებენ! მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!“,-წერს დიტო სამხარაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,286 ნახვა