პოლიტიკა

გია ვოლსკი პოლონელი ექიმების ვიზიტზე: პოლონეთში  მალე არჩევნებია და სენტიმენტების გარდა, ეს პოლონეთის შიდა თემაც არის, როდესაც სააკაშვილს მოწინავე პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებენ

ექიმებს ყველა ქვეყნიდან შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ და სახელმწიფო ხელს შეუწყობს, რომ ისინი შევიდნენ სააკაშვილთან, ჩაატარონ შემოწმება, მაგრამ პოლონეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იცით თქვენ კაჩინსკის სააკაშვილის პიროვნული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის და კაჩინსკის პირადი ურთიერთობების გარდა, პოლონელი ექიმების “ვივამედში” ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი, პოლონეთის შიდა პოლიტიკური პროპაგანდის  ნაწილიცაა, ვინაიდან ქვეყანაში მალე არჩევნებია.

“პოლონეთის დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია უპირისპირდება, პოლონეთში მალე არჩევნებია და სენტიმენტების გარდა, რასაკვირველია ეს პოლონეთის შიდა თემაც არის, როდესაც სააკაშვილს თავიანთ მოწინავე პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებენ.” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,212 ნახვა