უცხოური მედია

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მძღოლზე, შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მძღოლზე, შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი ელჩის მანქანის წინ გაჩერდა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ინციდენტის შედეგად, არც საქართველოს ელჩი და არც მძღოლი არ დაშავებულან. საქართველოს ელჩმა იაპონიაში ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავდამსხმელი ყვიროდა, თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ავტომობილში მსხდომი პირები.

ქართველი დიპლომატის თქმით, არ იცის, იყო თუ არა მასზე მიზანმიმართული თავდასხმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,352 ნახვა