უცხოური მედია

პუტინი – თუ ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებენ, სარკისებურად ვიმოქმედებთ, აქამდე არ გამოგვიყენებია

რუსეთი იტოვებს უფლებას მის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას „სარკისებურად“ უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ – ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ასეთი ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეს გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო მიიღო.

”უკრაინის არმია საომარ მოქმედებებში დღეში ხუთ-ექვს ათასამდე, ვთქვათ, 155 მმ კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, ხოლო შეერთებული შტატები თვეში 15 ათასს წარმოებს. მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპასაც უკვე აღარ აქვს საკმარისი. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეთავაზებაზე უკეთესი ვერაფერი გამონახეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,784,019 ნახვა