პოლიტიკა

ოდესის ოლქში მარცვლეულის და სხვა ტვირთების შესანახი შენობები დაიბომბა

ოდესის ოლქში, ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. რეგიონის ხელისუფლების ოფიციალური ტელეგრამ-არხი წერს, რომ სირენები 0:49 სთ-დან  4:42 სთ-მდე ისმოდა.

ოდესის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა დუნაიზე, მდინარის პორტების ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. დრონების ნაწილის განადგურება მოხერხდა, თუმცა რამდენიმე უპოლოტო აპარატმა მიზანს მიაღწია. შედეგად, დაიბომბა მარცვლეულის შესანახი ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების რეზერვუარები, ერთ-ერთ სამრეწველო შენობაში კი, ხანძარი გაჩნდა. 

დაბომბვის შედეგად პორტის 6 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 ჰოსპიტალიზებულია. 

ხელისუფლების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად, რომელ პორტზე მოხდა შეტევა რეგიონში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.  თუმცა ყირიმის ხიდზე შეტევის შემდეგ რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება „საპასუხო დარტმებზე“ ოდესის მახლობლად არსებულ უპოლოტო კატერების საწყობზე. 

ქალაქში აფეთქებების ხმა უკვე მე-5 ღამის განმავლობაში ისმის. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,342 ნახვა