მეცნიერება

მამაკაცს, რომელსაც ქუჩის კატამ უკბინა, უცნობი  დაავადება დაემართა

ემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბაქტერია Globicatella-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, კვლევა ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.

48 წლის მამაკაცმა საავადმყოფოს მიმართა მას შემდეგ, რაც ქუჩაში უპატრონო კატამ უკბინა და ხელზე ძლიერი შეშუპება დაეწყო. დაზარალებულს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა და სხვა პროცედურები ჩაუტარეს. თუმცა, ერთ დღეში ინფექცია მთელ ხელს მოედო – მამაკაცს გაუსივდა მხარი და თითები. ამის გამო, ქირურგებმა დაზიანებული ქსოვილის მოკვეთა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაინიშნა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პაციენტმა გამოჯანმრთელება.

ქსოვილის ანალიზის შედეგად, ექიმებმა უცნობი ორგანიზმი აღმოაჩინეს, რომელიც სტრეპტოკოკის მსგავსია და იწვევს მწვავე ფარინგიტს, კონიუქტივიტს და მენინგიტს. მაგრამ მისი გენომი არ შეესაბამება არცერთ შტამს. მეცნიერების დასკვნით, მამაკაცი აქამდე უცნობი ბაქტერიით დაინფიცირდა.

„კატები შესაძლოა, გახდნენ აქამდე უცნობი ბაქტერიების რეზერვუარები, რომლებსაც პათოგენური პოტენციალი გააჩნიათ ადამიანებისთვის“,-ამბობენ მკვლევარები.

ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, ნაკბენი საპნითა და მარილით ჩამოიბანონ და სასწრაფოდ მიაკითხონ ექიმს. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,785,284 ნახვა