მეცნიერება

გეომორფოლოგი ლაშა ასანიძე: ცალკეული მეცნიერების თუ კვლევითი ჯგუფების შეფასებები დაბნეულობაში ამყოფებს როგორც უბრალო მოსახლეობას, ასევე შესაბამის სამთავრობო უწყებებს

გეომორფოლოგი, დოქტორი ლაშა ასანიძე, რომელიც აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში ატარებს კვლევებს, 3 აგვისტოს მომხდარ შოვის ტრაგედიას ეხმაურება და წერს:

„პირველ რიგში, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უფიდესი ტრაგედია.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს – მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ცალსახად მიმაჩნია რომ ეს იყო გლაციალური ღვარცოფი, რომელიც განვითარდა მდ. ჭანჭახის აუზში-კერძოდ კი მდ. ბუბას ხეობაში, სადაც განთავსებულია მნიშვნელოვანი სიდიდის თბილისას და ბუბას მყინვარები, რომელთა დნობის ტემპი (მყინვარების უკან დახევა) განსაკუთრებით მაღალია ბოლო ორი ათეული წელია, რაც გამოწვეულია, რასაკვირველია, კლიმატის გლობალური ცვლილებით.

აღნიშნულ სიტუაციაში, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს კვალიფიციური მეცნიერთა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმ მეცნიერებით, რომლებსაც მსგავსი მიმართულებით კვლევების ფართო გამოცდილება გააჩნიათ (გლაციოლოგები, გეოლოგები, გეომორფოლოგები და ასე შემდეგ).  ჯგუფმა უნდა იკისროს ვალდებულება, რომ გარკვეული დაფინანსების პირობებში მოახდინოს მსგავსი ტიპის პრობლემატიკის ძირეული კვლევა/შესწავლა, ანალიზი და შეიმუშაოს შემდგომი ქმედების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამეცნიერო კვლევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული მეცნიერების თუ კვლევითი ჯგუფების შეფასებები დაბნეულობაში ამყოფებს როგორც უბრალო მოსახლეობას, ასევე შესაბამის სამთავრობო უწყებებს.

მიმაჩნია, რომ ასეთი ქმედება ეფექტურად იმუშავებს მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება მსგავსი დამანგრეველი პროცესების მართვის ეფექტური ბერკეტები. აუცილებელია დროული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იმ ფონზე რომ, კლიმატის ასეთი სწრაფი ცვლილების ფონზე, მომავალში მოსალოდნელია კიდევ უფრო შეუქცევადი პროცესების გააქტიურება, რასაც სამწუხაროდ შესაძლოა ჰქონდეს გაცილებით დიდი მასშტაბები.

დოქტორი, გეომორფოლოგი, ლაშა ასანიძე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,785,103 ნახვა