საგარეო პოლიტიკა

კიმ ჩენ ინს პუტინის ორეული შეხვდა – ვალერი სოლოვეი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ვლადიმერ პუტინი არ შეხვედრია, ეს მისი ორეული იყო. ამის შესახებ ცნობილმა რუსმა ექსპერტმა ვალერი სოლოვეიმ განაცხადა.

სოლოვეის თქმით, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას აღარ აძლევს.

„ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისრაელელმა ექიმებმა მისი მკურნალობაზე უარი განაცხადეს. პუტინი ამით ძალზე გაბრაზებული იყო. რატომ თქვეს უარი ებრაელმა ექიმებმა რუსეთის ლიდერის მკურნალობაზე. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთის და ირანის თანამშრომლობაა სამხედრო სფეროში. ირანი რუსეთს დრონებს აწვდის, რუსეთში ირანული დრონების წარმოების ქარხანა შენდება, რუსეთი კი ირანს სარაკეტო და ბირთვულ ტექნოლოგიებს გადასცემს. სწორედ ამის გამო ისრაელის მთავრობიდან ისმის განცხადებები, რომ ისინი მოსკოვის მიერ ირანისთვის გარკვეული ტექნოლოგიების გადაცემას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ“, – განაცხადა ვალერი სოლოვეიმ.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას მოიმოქმედებს ისრაელი. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სარაკეტო ტექნოლოგიების გადაცემას ჩრდილოეთ კორეისთვისაც გეგმავს.

რაც ასევე დასავლეთის ქვეყნების დიდი უკმაყოფილებას იწვევს.

სოლოვეიმ ასევე შეაფასა ვლადიმერ პუტინის ბოლო რამდენიმე ანტისემიტური განცხადება და აღნიშნა, რომ ბოლო ფრაზა ანატოლი ჩუბაისის შესახებ, რომელსაც პუტინმა „მოშე ისრაელოვიჩი“ უწოდა, არა პუტინის, არამედ მის ორეულს ეკუთვნის, რაც ამ ადამიანის წარსულს უკავშირდება. „პუტინის ორეული მართლაც ანტისემიტია, ნამდვილი პუტინი კი ანტისემიტი არასოდეს ყოფილა, ანუ ორეული რაღაცა თვითშემოქმედებას ეწევა“, – განაცხადა ვალერი სოლოვეიმ.

ცნობისთვის, ვალერი სოლოვეი ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განცხადებებს 2020 წლიდან აკეთებს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,778,590 ნახვა