საგარეო პოლიტიკა

„ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, NATO-ს უფრო ჩამოყალიბებული პოზიცია რომ ჰქონოდა“ – ბორის ჯონსონი უკრაინის ომზე

გაერთიანებული სამეფოს ექსპრემიერის ბორის ჯონსონის შეფასებით, NATO-ს ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ მიგვიყვანა იმ ტრაგედიამდე, რომელიც უკრაინაში ხდება.

„ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ბევრად უფრო მკაფიო რომ ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში. ჩვენ კი ერთს ვამბობდით, მეორეს კი ვფიქრობდით და ამან ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ახლა მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს NATO-ს წევრი“, – ამის შესახებ European Pravda-ს კორესპონდენტის ცნობით, ჯონსონმა Yalta European Strategy-ს ფორუმზე განაცხადა, რომელიც 8-9 სექტემბერს კიევში გაიმართა.

ბორის ჯონსონის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის მიღწევა ომის საკითხზე შესაძლებელია. 

„რა თქმა უნდა, ყველას რაც შეიძლება სწრაფად გვინდა მშვიდობა. ყველანი ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ პუტინთან მოლაპარაკების გზით მშვიდობას ვერ მივაღწევთ. პრიგოჟინს უნდოდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და ნახეთ, როგორ მოხდა ყველაფერი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,779,224 ნახვა