პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებაზე“- შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? – თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, „ოცნებამ“ უნდა შეცვალოს

„ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, შემთხვევით „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს? – მსგავს განცხადებებს ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ „აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დენიგენი იმ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა“.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ, ეს „ქართულმა ოცნებაა“.

„თუ ვინმემ უნდა შეცვალოს აღქმები და პოლიტიკა, უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ”. თქვენ იცით განცხადებები, წერილები, რომ სადაც ამერიკა შევიდა, ყველა ქვეყანაში თურმე ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა ვკითხო „ქართულ ოცნებას“, შემთხვევით „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, ასეთ განცხადებებს აკეთებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,768,472 ნახვა