საგარეო პოლიტიკა

აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია – შამბა

„აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენ და რუსეთს ისეთი ურთიერთობები გვაქვს, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს გრძნობები მაინც შენარჩუნდა. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროზეა ორიენტირებული და ამ სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ ვართ და გვინდა ვიყოთ ამ სამყაროს ნაწილი“, – განაცხადა შამბამ შეხვედრაზე „აფხაზეთის და რუსეთის კულტურულ-სოციალური სივრცე“, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

მისივე თქმით, რუსული ენის დახმარებით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეისწავლა.

რამდენიმე დღის წინ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა იქნებოდა ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი, როდესაც აფხაზეთი რჩება დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ რუსეთთან ერთობლივ საგარეო, თავდაცვით პოლიტიკას ახორციელებს და ეს ეხება საზღვრის ერთობლივ დაცვასაც. არძინბას ამ გამონათქვამებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,777,747 ნახვა