საგარეო პოლიტიკა

„ქრონიკის“ კორესპონდენტი ისრაელიდან: ამ დროისთვის ისრაელში არ არსებობს დასახლება, ქალაქი, სადაც შეიძლება თავი შეაფარო ომს

„ქრონიკა“ ისრაელში მუშაობას განაგრძობს. როგორც ილანა ჯანაშვილი ისრაელიდან იტყობინება, თელ-ავივის მუზეუმის წინ გუშინ გატაცებულების ახლობლებმა აქცია გამართეს, სადაც მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ილანა ჯანაშვილის თქმით, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა გატაცებულების სიის ნაწილი, თუმცა არ არის ცნობილი, რა პირობებში იმყოფებიან ტყვეები, რომელთა შორისაც ბევრი მოხუცი და ბავშვია.

მისი თქმით, გუშინ ასევე განგაშის ხმა გაისმა ქალაქ ეილათში, რომელიც ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარეობს. ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქალაქად ითვლებოდა და იქ იყო წასული დევნილთა ნაწილი ისრაელის სხვადასხვა ქალაქიდან, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

„ქრონიკის“ კორესპონდენტის თქმით, საჰაერო იერიში გრძელდება როგორც თელ-ავივის გვერდით მდებარე ქალაქებზე, ასევე სამხრეთით. ამ დროისთვის ისრაელში არ არსებობს დასახლება, ქალაქი, სადაც შეიძლება თავი შეაფარო ომს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,607 ნახვა