სპორტი

რევაზ ჩოგოვაძე: დაწყნარდით ბატონებო – ჭეშმარიტმა ფეხბურთმა გაიმარჯვა! მესსი ყველაზე ძლიერია, ვისაც კი ოდესმე უასპარეზია დიდ მწვანე მინდორზე

ლიონელ მესსიმ მერვე ,,ოქროს ბურთი’’ მოიპოვა და გაახარა მთელი მსოფლიოს ლამაზი და სამართლიანი ფეხბურთის მოყვარულები ! მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ მესსის უპირატესობის აღიარება და ჯიუტად განაგრძნობენ რაღაც კონსპირაციებს ლეოს წინააღმდეგ,-ამის შესახებ პროფესორ ემერიტუსი რევაზ ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მესი ფეხბურთის თვითნაბადი ალმასია და ვერავინ შეედრება.

„პეპ გვარდიოლა ამბობს: ,,მინახავს მარადონა და სხვა დიდი ფეხბურთელები – მესსი კი ვარჯიშზეც და სირთულეებშიც ვნახე – მესსი ყველაზე ძლიერია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ჰაალანდს გოლის გასატანად მთელი გუნდის ძალისხმევა სჭირდება, მესსის კი გოლის გატანაც და თამაშის მოგებაც მარტოს შეუძლია’’. ჩვენ, ქართველებს გვარდიოლასგან განსხვავებით გვინახავს ბასა, შოთა, მანუჩარი, სლავა, მიშა, საშა, მურთაზ, ვოვა, დათო, რამაზ, ვიტალი……და ახლა კი ხვიჩა!

ჩვენ ეს დიდი ფეხბურთელები ვნახეთ, მაგრამ მესსი მაინც მესსია, ის ფეხბურთის თვითნაბადი ალმასია, რომელიც კატალონიის ლა მასიამ დახვეწა არნახული კარატის ბრილიანტად! ამიტომაც რეალურად მას ვერავინ გაეჯიბრება და კომერციული მოსაზრებებით დაგეგმილი მრავალწლიანი ხელოვნური დავაც რონალდუსთან დასრულდა. ლიონელ მესსი ყველაზე ძლიერია, ვინც კი ოდესმე გვინახავს, ის ჭეშმარიტად არის ყველა დროის საუკეთესო და ეს პროფესიული ანალიტიკური სტატიებითაც მტკიცდება.

სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ ამის აღიარება და ჯიუტად განაგრძნობენ რონალდუს, ჰალანდის ან მბამპეს სექტანტობას ან რაღაც კონსპირაციებს ლეოს წინააღმდეგ. დაწყნარდით ბატონებო – ჭეშმარიტმა ფეხბურთმა გაიმარჯვა! ლიონელ მესსი ყველაზე ძლიერია, ვისაც კი ოდესმე უასპარეზია დიდ მწვანე მინდორზე, ის ჭეშმარიტად არის GOAT !.“,-წერს რევაზ ჩოგოვაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,532 ნახვა