პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს არის სისტემური და მნიშვნელოვანი გარღვევა საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც არჩევნები ჩატარდება ელექტრონული მანქანების გამოყენებით

ორმაგად გასახარია, რომ გაწეული შრომა ფასდება და დამსახურებაზე დაფუძნებით, ქვეყანას ენიჭება რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფები ბევრს ეცადნენ, რომ საქართველოს არ მიეღო რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„თუმცა მათ არ გამოუვიდათ შეთქმულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ, რადგან ჩვენ დამსახურებაზე დაფუძნებით მოგვეცა ეს რეკომენდაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მცდელობები არ ექნებათ შემდეგშიც ლობისტების მეშვეობით. ისინი კონკრეტულ დროს ელოდებიან, თუმცა ხელისუფლება იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი დესტრუქციული ნაბიჯებით არ დაზარალდეს ჩვენი ხალხი და სახელმწიფო“, -აღნიშნა ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,276 ნახვა