პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ეუბნება ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვით ქვეყნის საბოტაჟსო – ეს მივიღეთ და ამიტომ ამ ბარიერსაც აქვს თავისი არსი. არ შეიძლება რადიკალური ჯგუფები მარტივად ხვდებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში

ოპოზიციიდანვე, ოპოზიცია ეუბნება ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შეეშვით ქვეყნის საბოტაჟსო – ეს მივიღეთ და ამიტომ ამ ბარიერსაც აქვს თავისი არსი და ახსნა. არ შეიძლება ექსტრემისტული, რადიკალური ჯგუფები მარტივად ხვდებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სხვადასხვა საარჩევნო სისტემის გამოცდილება. მათ შორის, ბარიერიც იყო – 4, 7, 5%-იანიც. იცით, რომ ჩვენ ერთჯერადად 2020 წელს გამონაკლისის სახით ვთქვით, რომ მიგვეცა შესაძლებლობა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, მოეკრიბათ ძალა 1%-იანი ბარიერის ფარგლებში, რადგან 1%-იანი ბარიერით პარლამენტში უფრო ადვილად იყო მოხვედრა შესაძლებელი. სახელისუფლებო გუნდი ზრუნავდა იმაზე, რომ ოპოზიციის შიდა პოლიტიკური კულტურა, მათი პარტიული სისტემა გაძლიერებულიყო. ეს იყო ერთჯერადი და მის შემდგომ პოლიტიკური სუბიექტები უნდა მომზადებულიყვნენ 5%-იანი საარჩევნო ბარიერისთვის. ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. გამონაკლისი დაწესდა ერთხელ, ჩატარდა არჩევნები და შედეგი რაც მივიღეთ, საზოგადოება ხედავს. მივიღეთ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ჯგუფები. ეს გამოჩნდა ევრორეკომენდაციების შესრულების დროსაც. ოპოზიციიდანვე, ოპოზიცია ეუბნება ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შეეშვით ქვეყნის საბოტაჟსო – ეს მივიღეთ და ამიტომ ამ ბარიერსაც აქვს თავისი არსი და ახსნა. არ შეიძლება ექსტრემისტული, რადიკალური ჯგუფები მარტივად ხვდებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,019 ნახვა