პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი – უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“ აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“

აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს. ნიკოლეიშვილის თქმით, ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია მეორეხარისხოვანია, თუმცა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილია, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია.

„არესტოვიჩი ? არახამია? საინტერესოა ამ ავანტიურისტების აზრების მოსმენა თუ წაკითხვა? უფრო კი ვიდრე არა, მიზეზი კი რამდენიმე გახლავთ: უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“ აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება! ომი კი როგორც ჩანს უნდა დამთავრდეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამას რა დაერქმევა-ცეცხლის შეწყვეტა, დაზავება, გაყინული კონფლიქტი თუ სხვა რამ, ფაქტია ომის დამთავრების სურვილი (თუ გნებავთ იძულება) უკვე გამოჩნდა კონტურებზე. ამას ხელს ბევრი ფაქტორი უწყობს, როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ წრეებში, ხოლო რას იტყვის და ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია ერთმხრივ მეორეხარისხოვანია, თუმც პირდაპირ უნდა ითქვა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილი გახლავთ, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია…შემდგომში ალბათ რუსეთთან ურთიერთობების ნელ ნელა, მაგრამ მაინც აღდგენა…აი, იმ 300 000 ადამიანის დაღუპვაზე ვინ აგებს პასუხს ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, იმედია არა მხოლოდ საუბრის!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,219 ნახვა