პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი და ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან, გიორგი ვოლსკისთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა.

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ირაკლი კობახიძემ ჯუდიტ ვარგას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით 14/15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად გაფორმებაში აისახება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
All reactio

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,084 ნახვა