პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გაუგებარია, რა არის საფუძველი რეკომენდაციისა, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა დანიშნოს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა არის საფუძველი რეკომენდაციისა, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა დანიშნოს.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტიური ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო და ბიუროს ხელმძღავნელი აქტიურად არის ჩართული კომპეტენციით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში. კითხვის ნიშანი ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს. დღემდე არ მსმენია, რომ ბიუროს რაღაც არ განეხორციელებინოს ან რასაც აკეთებს, მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია. თუმცა საკითხზე ვიმსჯელებთ და უფრო დეტალურად განვიხილავთ, რა სამართლებრივი არგუმენტები არსებობს კონკრეტული რეკომენდაციის ირგვლივ. თებერვლამდე საკმარისი დროა, რომ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმიალეულად განვიხილოთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

-0:12

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,769,989 ნახვა