პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი – არც მარჯვენა გამხმობია და არც თითი მომტეხია, როდესაც 12 პუნქტზე „ოცნების“ კანონპროექტებს მივეცი ხმა

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ კომედიისა: „რა ჩაიდინა „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში დღიდან დასაბამისა ბოლო დღემდე“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტის არ მიწვევის ფაქტი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მსგავსი ქმედებებით სალომე ზურაბიშვილს ვერაფერს დააკლებს.

„ქართულმა ოცნებამ დაასკვნა, რომ პრეზიდენტი აღარ არსებობს, სახელითაც აღარ მიმართავენ. ეს არის ლოგიკური დასასრული იმ კომედიისა: „რა ჩაიდინა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში დღიდან დასაბამისა, ბოლო დღემდე“. თვითონ გამოეკრნენ მის ნაცვლად ბილბორდებზე და აირჩიეთ ჩვენი ხათრითო. ახლა გვეუბნებიან, რომ ჩვენ დაგვიჯერეთ სალომე ზურაბიშვილი არაფერში აღარ წერიაო. ამით ზურაბიშვილს ვერაფერს აკლებენ. სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ხანებში შეძლო პოზიციების დაკავება. მე მინდა ვუსურვო მას, რომ სახელმწიფო პოზიციები ბოლომდე დაიკავოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების გზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას უნდა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, მაშინ ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები უნდა განიხილოს და არ უნდა აინტერესებდეს, მათზე ვინ რას ლაპარაკობს.

„მე არც მარჯვენა გამხმობია და არც რაღაც უბედურება დამმართვია და არც თითი მომტეხია, როდესაც 12 პუნქტთან დაკავშირებულ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ კანონპროექტებს მივეცი ხმა, იმიტომ, რომ ჩავთვალე, ეს ქვეყნისთვის არის სწორი და კარგი. როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? იმით, რომ თუ ვინმე ჭკვიანურს ამბობს, არ უნდა გვაინტერესებდეს მან სხვა თემაზე რა თქვა. დღეს თუ ქვეყანას ჭირდება ეს პროექტი, მე მას ხმას ვაძლევ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა რამეზე ვერ ვთანხმდებით. „ლელოს“ მიერ დასმული ერთ საკითხი მითხრას „ოცნებამ“, რომელსაც არა თუ ხმა მისცა, არამედ საერთოდ კომიტეტზე განიხილა სერიოზულად. პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ჩვენ ამათ შემოტანილ კანონპროექტს არც კი წავიკითხავთ.

პოლარიზაცია თავისით ხომ არ ვარდება ციდან, პოლარიზაციას ქმნიან მშიშარა ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლების ხელშია აღებისთანავე უჩნდებათ განცდა, რომ სადმე ჩემზე მაგარი ვინმე არ გამოჩნდეს: „ამიტომ უნდა გავემიჯნო და გავაჩინო უფსკრულები, უნდა ვეძახო ხალხის მტრები““, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,056 ნახვა