პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არიან ადამიანები და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნებისმიერ პოზიტიურ განვითარებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას და ნებისმიერი სახის პოზიტიურ დინამიკას.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არიან ადამიანები, არის პირთა წრე და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია და ჰქვიათ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება – ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, იმიტომ, რომ მართლაც რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს და ნებისმიერ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,112 ნახვა