პოლიტიკა

ჰერმან საბო – კობახიძეს ლეგიტიმური საფუძველი აქვს – თუ ამ სტრატეგიით გავიდა ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ მოიგებს

თუ ამ სტრატეგიით გავიდა ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ მოიგებს , – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

კერძოდ, საბომ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

საბო ფიქრობს, რომ “კობახიძეს ამის თქმის ლეგიტიმური საფუძველი აქვს“.

„8 არჩევნები რა სტრატეგიითაც მოიგეს, უყურებენ, რომ მეცხრეც ანალოგიურად მიდის, ამაში, მათ შორის, ოპოზიციაც უწყობს ხელს. მეცხრეც მიდის შემდეგი სტრატეგიით: ზიზღით, შიშით, მიშა მოვა, ეს მოხდება, ის მოხდება, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვეყანა დაიქცევა… თუ ამ სტრატეგიით გავიდა ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ მოიგებს. შეიძლება გეზიზღებოდეს ბიძინა, მაგრამ მიშას შიში, როგორც ჩანს, უფრო მეტია, ვიდრე ბიძინას ზიზღი. გასაგებია, რომ ბიძინა ცუდია, გაიგო ეს ხალხმა. მოდით, წესიერი, პოზიტიური დღის წესრიგით შევიდეთ, კერძოდ, როგორ გავაუმჯობესებთ საქართველოს ბიძინას შემდეგ. ამ სტრატეგიაში „ქართულ ოცნებას“ არ უთამაშია, დიდი შანსია, რომ ამ სტრატეგიაში წააგოს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„მათთვის [მმართველი გუნდისთვის] როგორც მიუღებელია სხვა აქტორი, რომელმაც შესაძლოა ძალაუფლება წაართვას (იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი), ასევე მიუღებელია ნებისმიერი ის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ძალაუფლება წაართვას. ისინი ასეთად მოიაზრებენ საპატრიარქოსაც. ასე რომ, თუ რაიმე ტანგოს დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვითომ საპატრიარქოს კოჭი გაუგოროს, ეს იქნება მხოლოდ მერკანტილური, დროებითი ამბავი, სანამ სჭირდებათ. სინამდვილეში, ალბათ ბიძინა ივანიშვილი ისეთივე საფრთხედ აღიქვამს საპატრიარქოს ავტორიტეტს მისი პირადი ერთპიროვნული ძალაუფლების მიმართ, როგორც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს წინასაარჩევნოდ“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,187 ნახვა