კრიმინალი

დედის ნათესავებს ურეკავს და ეუბნება, აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავო, ბავშვი თავშესაფარში იმყოფება – ტრეფიკინგში ბრალდებული დედის ადვოკატი

ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ადვოკატი ლალი ბუნტური აცხადებს, რომ ბავშვი თავად დაჰყვებოდა სანთლების და ხატების გასაყიდად დედას.

ტრეფიკინგში ბრალდებული დედა დანაშაულს არ აღიარებს.

„ეს ბავშვი დედას თავად დაჰყვებოდა სანთლების და ხატების გასაყიდად. დაჰყვებოდა და სახლში მარტო გაჩერების ეშინოდა, რადგან ამ ბავშვსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბავშვი იმყოფება თავშესაფარში. ამ ეტაპზე, დედის ნათესავებს ურეკავს და ეუბნება, აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ, მე აქ არ გავჩერდებიო. რამდენიმე თვეში ეს ბავშვი ხდება სრულწლოვანი. სრულწლოვანი, რომ გახდება, თავშესაფარში არავინ არ გააჩერებს, გამოუშვებენ იქიდან“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ლალი ბუნტური.

შეგახსენებთ, შსს-მ 26 იანვარს 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. 

პროკურატურამ დედას, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა, ბრალდება წარუდგინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,768,623 ნახვა