პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე-მგონია, აქცენტი გაკეთდება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე

„მე მგონია, აქცენტი გაკეთდება უფრო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -„ელოდებით თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს?“

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„მე მგონია უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ფსევდო-შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ მიზანს, თავისი არსით, პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,571 ნახვა