პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა, თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს

რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ?. გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ლელოს” წევრების განსხვავებულ დაპირებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.

ანჯაფარიძის თქმით, “ლელომ”, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტმა პარტიამ, პენსიონერები აირჩია მთავარ სამიზნედ. მისი განმარტებით, 2%-იანი “ლელოსთვის” ისიც მიღწევა იქნება, არსებულ და მომავალ პენსიონერთა მცირე რაოდენობას რომ დააჯეროს პენსიების ზრდის შესახებ დაპირება.

“რატომ ამოირჩიეს სამიზნე ჯგუფად ჯერ „ნაცმოძრაობამ“ შემდეგ კი მისმა სატელიტმა „ლელომ“ სწორედ პენსიონერები და ჯერ ერთმა შემდეგ კი მეორემ დაიწყეს პენსიების მომატების თემით სპეკულირება წინასაარჩევნოდ? გათვლა მარტივია. ოფიციალური სტატისტიკით 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793,000-დან 838,100 მდე გაიზარდა. თუ ამას დავუმატებთ იმ მოქალაქეებს, ვინც 1-2-3 წელიწადში ასაკით პენსიონერი გახდება, ვნახავთ თუ რამხელა ელექტორალური სანადირო ველი იშლება ამ ორი პარტიისათვის, რომლებსაც ამ მხრივ კრიზისი აქვთ. არსებულ და მომავალ პენსიონერთა თუნდაც მცირე პროცენტს რომ დააჯეროს 2%-იანმა „ლელომ“ თავის უკვე არაერთხელ მხილებული ბლეფი 1000-ლარიან პენსიაზე, მისთვის ესეც მიღწევაა. თუმცა, ბლეფსაც ისე უნდა მიწოდება, რომ დამაჯერებლად ჟღერდეს. აი სწორედ ხალხთან კომუნიკაციის ამბავში ჩაიჭრნენ ხაზარაძე და მისი პაჟები, თან უკვე მერამდენედ!!!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,341 ნახვა