პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ახერხებს ჰქონდეს მშვიდობა, არ წამოეგოს პროვოკაციებს, არ აქციოს ქვეყანა მეორე ფრონტად

დიახ, ჩვენ ვემზადებით, რომ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღევანდელი რეიტინგები ამის საფუძველს გვაძლევს. ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებდით, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი წინსვლა გაქვს ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის მოიაზრება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„თუ ამ რეიტინგებს გავამყარებთ სწორი საარჩევნო კამპანიით, ბუნებრივია, მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამიტომ გვაქვს ამის ამბიცია. ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით მეოთხე ვადით მოსვლასთან დაკავშირებით ასეთ ამბიციურ განცხადებას აკეთებს, ასეთი ამბიცია აქვს, ეს რაღაცაზე არის დამყარებული. ხალხი შემთხვევით არ იღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს, არც მეორე, არც პირველ, არც მესამე და მით უმეტეს, მეოთხე და სხვა შემთხვევებში. ეს ყველაფერი ეფუძნება სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, სწორ მოქმედებებს, სწორ მენეჯმენტს, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა ამ წლების განმავლობაში, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ის დღეს უკვე არის ევროპის ოჯახის წევრობის კანდიდატი. მას აქვს ეკონომიკური წინსვლა. უამრავი გამოწვევა რჩება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიღარიბე 30-დან 15 პროცენტამდე შემცირდა, ეს 15 პროცენტი ძალიან ბევრ ადამიანს ნიშნავს და უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ დინამიკა, რა დინამიკითაც ჩვენ მივდივართ, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ხალხი გვენდობა, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიყვანთ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„რეალურად, ის იბრძვის, რომ გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამავდროულად, ახერხებს, ჰქონდეს ქვეყანაში მშვიდობა, არ წამოეგოს პროვოკაციებს, არ გახადოს მისი ქვეყანა საომარ პლაცდარმად, მეორე ფრონტად. მთავარზე მთავარი, ეროვნული ინტერესების გატარება არის ყველაზე მთავარი საფუძველი, რომელსაც აფასებს ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,827 ნახვა