პოლიტიკა

„თქვენი იმედი მაქვს ბატონო მამუკა რომ კაცებად არ გადააკეთებინებთ ჩემს შვილებს!!!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი მამუკა მდინარაძეს

საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმიანება პარტია „ახლის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ „მთავარმა“ გრანტი მოიგო, თუმცა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.

„საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას! სამშობლო არ იყიდება!” – წერს მამუკა მდინარაძე. 


 
მდინარაძის ფეისბუქ-პოსტს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ცინიკური პოსტით გამოეხმაურა:

„თქვენი იმედი მაქვს ბატონო მამუკა რომ კაცებად არ გადააკეთებინებთ ჩემს შვილებს!!“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,769,570 ნახვა