პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ოპოზიციას: არასამთავრობო ორგანიზაციებთან კუდებით და ფინანსური არხებით ხართ გადაბმული

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და უთხრა, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ რუსულ ძალას ამ ქვეყანაში.

„ჩვენ ახლა მომსწრე ვართ აღვირახსნილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის.  აბსოლუტურად თემიდან არიან გასულები. თქვით, რა არის ანტირუსული? ანტიევროპული სად არის და პროევროპული სად არის მაინტერესებს. სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი? განგვიმარტეთ. 

თქვენ ხართ პრორუსულები. თქვენ ხართ რუსული ძალა, იმიტომ რომ თქვენ ფარავთ იმ დაფინანსებას, რასაც იღებთ და ხარჯავთ. რომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია? „სირცხვილია“? თუ სხვა მისნაირი ორგანიზაციები? მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები…  თუ ის სემინარები არის პროევროპული, ხალს რომ ასწავლით იარაღის სროლას და თუ როგორ დაამზადონ ისეთი შეიარაღება, რომლითაც ადამიანებს დაწვავენ… „მთავარი“ არის დამოუკიდებელი ტელეარხი, რომლის დაფინანსებასაც თურმე თქვენ განიხილავთ როგორც დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობას.  აი ეს არის თქვენი სახე. თქვენ გხვდებათ წილი პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

ერთმანეთზე კუდებით ხართ გადაბმული და ფინანსური არხებით. სწორედ, ამიტომ არ გნებავთ რომ გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებამ გაიგოს საიდან მოდის ფული და რაში ხარჯავთ. თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს. თქვენ ხართ მთავარი წინაღობა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებთან. ამ ყველა ჯურის აგენტურას შემდეგ ჯერზე გაუთიშეთ მიკროფონი“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ. 

ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,811 ნახვა