პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ის, რომ ადეიშვილი გადამალეს ფოტოებიდან და ნებისმიერი შეხვედრის პერსპექტივას ჩამოაშორეს, არის აღიარება იმის, რომ სამარცხვინო ადამიანი, დამნაშავე ჰყავთ დელეგაციაში

ის, რომ ადეიშვილი გადამალეს ფოტოებიდან და ნებისმიერი შეხვედრის პერსპექტივას ჩამოაშორეს, ეს არის აღიარება იმის, რომ სამარცხვინო ადამიანი, დამნაშავე ჰყავთ დელეგაციაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როდესაც ადეიშვილი სამართლიანობის აღდგენის და ზოგადად სამართლიანობის თემას ეხება, იქნება ეს ჰააგაში, ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და ნებისმიერ წრეშიც კი, არაოფიციალურ შეხვედრაზე, არის სირცხვილი და ვფიქრობ, სრული ლუსტრაცია მოხდა ამისა. უკვე ოფიციალურ დონეზეც, უკრაინაშიც ალბათ საკმაოდ სერიოზულად შეაფასეს, რომ ეს მათი დელეგაციის დისკრედიტაციას ახდენს. სწორედ ამიტომ, იგი გადამალეს ფოტოებიდან, ნებისმიერი შეხვედრის პერსპექტივას ჩამოაშორეს. ამას ჰქვია აღიარება იმის, რომ სამარცხვინო ადამიანი, დამნაშავე ჰყავთ დელეგაციაში“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ „ქრონიკის“ გამოჩენის შემდეგ ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კამერას დაემალა. მან აღარ ისარგებლა ცენტრალური გასასვლელით. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კი სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების ნაწილი, სადაც ადეიშვილი ჩანდა, წაშალა, ფოტოების ნაწილზე კი ის ჩამოჭრეს. უკრაინის ყოფილმა პროკურორმა „ქრონიკის“ კითხვები უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,773,294 ნახვა