პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებაზე-დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს. კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ!“-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტსაც მოყვება შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებულა, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან.

„დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ვუსმენდი, ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა რაც კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე მასმედიის გარკვეული წარმომდგენლების მოსმენის კულტურის არ ქონაა, ამაზე ალბათ უფრო ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებ. ახლა კი მთავარი, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს !!! ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში!!! ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს ანალოგიური კანონების განხილვა!!! წელიწადში ერთხელ, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ დეკლარაცია უნდა შეავსოს!!! ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს, ასე რომ მავნებელ რადიკალები ტყუილად ნუ ეცდებით ვინმეს შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას! კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ! თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ გარკვეული არასამთავრობოების მიერ ხდება ფინანსების გაუმჭვირვალობა და არც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვა განხორციელება გახლდათ მათთვის უცხო! დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება აღშფოთებულ-შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მათ არგუმენტები გაუაზრებელი და გაცვეთილი იქნება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,818 ნახვა