პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, შევუწყოთ ხელი იმას, რომ მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული პოლიტიკაში

„მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში რომ დიახ, შევუწყოთ ხელი იმას რომ მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული პოლიტიკაში. რამ შეგაწუხათ ასე ბატონები?“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

„ასე მძაფრად და მწვავედ რატომ არის ამ თემაზე საუბარი? ვერ გრძნობთ ახლა თქვენ? სიჩუმე იყოს. ეს არის ქალთა უპატივცემულობა… ისტორიას თუ გადავხედავთ ამ ტიპის კაცებს ვერ მოძებნით. მეფე თამარის ქვეყანაა, დედოფლის კი არა, რომელმაც სადარბაზოდ შემოიტანა, გაყრის ფენომენი. 

ქვეყნებია ევროპაში, დღესაც რომ არ მუშაობს ეს ყველაფერი. ჩასვლა უწევთ სხვაგან, რომ მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს. ვსაუბრობთ იმაზე, რა დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ამიტომ, ვამბობ ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, ძალიან მოხშირდა და მოიმატა ცემა-ტყეპამ, მეუღლეების დაჭრამ, ქალების დაჭრამ, ქალებზე ძალადობამ. 

ამ დარბაზში მამაკაცების ასეთი აგრესია ქალების მიმართ, რაღაცნაირად თავდაცვის რეჟიმში კი არ აყენებს ქალს, მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში რომ დიახ, შევუწყოთ ხელი მას რომ მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული პოლიტიკაში. რამ შეგაწუხათ ასე ბატონები? მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა, რა უბედურება გჭირთ ასეთი?“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,771,010 ნახვა