პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვქონდა საუბრები დონორებთან. იყო პირობა თავის დროზე, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. სამწუხაროდ, ეს პირობა არ შესრულდა. პირიქით, გაიზარდა რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება

გვქონდა საუბრები დონორებთან. იყო პირობა თავის დროზე, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და თუკი რაიმე არის კიდევ გასაკეთებელი, გაკეთდებოდა. სამწუხაროდ, ეს პირობა არ შესრულდა. ნაცვლად იმისა, რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო უცხოური დაფინანსება საქართველოში, პირიქით, გაიზარდა რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაუმჭვირვალე დაფინანსების ერთ-ერთ მაგალითად „დროას“ შემთხვევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის უცხოური დაფინანსების შესახებ ​შემთხვევით გახდა ცნობილი.

„მაგალითად, „დროას“ დაფინანსების შესახებ შემთხვევით გავიგეთ, იმიტომ, რომ პარტიის ხელმძღვანელს წამოსცდა ეს ერთ-ერთი პოსტში. აღმოჩნდა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა მის წინასაარჩევნო კამპანიას მისი ყალბი „ენჯეოს“ გავლით. მას წამოსცდა, თორემ ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებდით. საუბარი იმაზე, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტური ტყუილია. ეს არის სიტუაცია, როდესაც უკვე პირდაპირ, უხეშად, ფარულად აფინანსებენ უცხოური ფონდები პოლიტიკას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,772,508 ნახვა