პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“- ასეთი ხალხი, რომლებსაც არ წაუკითხავს კანონი, მავნებლების გავლენის ქვეშ ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უცოდინარობას თავის მზაკვრული გეგმებისა განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად იყენებენ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება. ექსპერტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ნათლად ჩანს თუ ვის ეხება და არ ეხება „გამჭვირვალობის კანონი“. როგორც ექსპერტის წერს, მავნებელ-რადიკალები, რომ „გამჭვირვალობის კანონს“, ისევ რუსულ კანონს უწოდებდნენ ეს ისედაც ცხადი იყო. მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი, სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია ქვემოთ მოყვანილ ამ მცირე განმარტებას გადახედონ.

„მავნებელ-რადიკალები, რომ „გამჭვირვალობის კანონს“, ისევ რუსულ კანონს უწოდებდნენ ეს ისედაც ცხადი იყო. მაგრამ იმ ადამიანებმა (რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი) სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია ქვემოთ მოყვანილ ამ მცირე განმარტებას გადახედონ! „არ ცოდნა არ ცოდვაა“ ყოველთვის არ ამართლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ იცი, არც გინდა გაიგო და არც კითხულობ. ეს უკვე უფრო უმეცრებასა და უვიცობაში გადადის. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ასეთი ხალხი მავნებლების გავლენის ქვეშ ძალიან მარტივად, თითქმის ავტომატურად ექცევა, ისინი კი, მათ უმეცრებასა და უცოდინარობას მშვენივრად იყენებენ თავის მზაკვრული გეგმებისა და საქმეების განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად თუ იარაღად.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,776,750 ნახვა