პოლიტიკა

სიმღერის „ზღაპრის ბოლო კეთილია“ ავტორები – ვკრძალავთ ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში, პოლიტიკური მიზნით მის გამოყენებას

სიმღერის ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე და მუსიკის ავტორი, გია მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.

ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ მომხრე ჟურნალისტმა, ეკა კვესიტაძემ სიმღერა „ზღაპრის ბოლო კეთილია“ , მომავალი საპროტესტო აქციების საუნდრეკად გამოყენების შესახებ განაცხადა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,774,357 ნახვა