პოლიტიკა

ქართველმა „ჰალკმა“ ლეგენდარული კანადელი ჩემპიონი დაამარცხა

თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. East vs West-ის პრესტიჟულ ღონისძიებას, სტამბოლმა უმასპინძლა.

ქართველ „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს კარიერაში მეორედ დაუპირისპირიდა და კვლავ მარტივად დაამარცხა  – 4:0.

საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა და კანადელმა გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის დროს მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მკლავჭიდელი ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა. თუმცა ლევან საგინაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა და დევონ ლარატს ჩემპიონის ქამარი წაართვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,768,252 ნახვა