უცხოური მედია

ტეხასში პატიმრები სასამართლოს ძალით ითხოვენ კონდიციონერებს

ტეხასში პატიმრებმა კონდიციონერების დაყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს. ოთხი უფლებადამცველი ორგანიზაცია შეუერთდა სარჩელს, რომელიც სასამართლოში შეიტანა „ვარსკვლავურმა“ პატიმარმა, ბერნი ტიდემ. მისი ისტორიის მიხედვით, 2011 წელს გადაიღეს შავი კომედია „ბერნი“.

ტიდე ტეხასის კრიმინალური იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მას შემდეგ ჩივის, რაც 2023 წლის ზაფხულში სიცხისგან მიკროინსულტი დაემართა. იმ მომენტისთვის მის საკანში ტემპერატურა 44 გრადუსი იყო. 

USA Today-ს ცნობით, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ საკნებში მაღალი ტემპერატურა ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მე-8 შესწორებას, რომელიც ეხება სასჯელის სასტიკ და უჩვეულო ფორმებს.

JAMA Network-ის ინფორმაციის თანახმად, ტეხასის ციხეებში გარდაცვალების 13% ცხელ თვეებზე მოდის, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს აუტანელ ტემპერატურას. ამასთან, აღნიშნულია, რომ სიცხისგან იტანჯებიან ციხის თანამშრომლებიც. 

2023 წელს ტეხასის ლეგისლატურამ ციხეების კონდიცირებისთვის 83 მლნ დოლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტი ყველა საპატიმრო დაწესებულებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,161 ნახვა