უცხოური მედია

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას. კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან.

ახალი კანონით, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან.

ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.

კანონის მომხრეები ამბობდნენ, რომ არსებული კანონის მოდერნიზაცია დაუახლოებს შვედეთს მის სკანდინავიელ მეზობლებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს ადამიანების მიერ საკუთარი კანონიერი სქესის განსაზღვრის სისტემები.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% ინიციატივას დადებითად აფასებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,339 ნახვა