პოლიტიკა

კენედის მკვლელობის  საიდუმლო ფაილებიდან ირკვევა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტომ (CIA) კუბიდან სსრკ-ში გასაგზავნი შაქარი მოწამლა

კენედის მკვლელობის გასაიდუმლოებული ფაილების გახსნის შემდეგ საინტერესო ფაქტი გაირკვა, რომელიც აშშ-ს  ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციას ეხება. კერძოდ, 1962 წლის აგვისტოში ამერიკულმა დაზვერვამ 800 ტომარა შაქარი მოწამლა, რომელიც კუბიდან ოდესაში იგზავნებოდა.

დაზვერვის სამსახურის აგენტებმა ისარგებლეს იმით, რომ სატვირთო გემი იძულებული იყო პუერტო-რიკოში გაჩერებულიყო ტექნიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად. აგენტებმა ტვირთის ნაწილში ქიმიური ნივთიერება ჩაამატეს, რომელიც ალკოჰოლის დენატურაციისთვის იყო განკუთვნილი. რის შემდეგაც შაქარმა  სპეციფიური, მწარე გემო მიიღო. აღნიშნული ნივთიერება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ პროდუქტი სრულებით გამოუსადეგარი გახადა. ამ მეთოდით აშშ-ს საგამოძიებო სამსახური შეეცადა, კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის ვაჭრობისა და ურთიერთობის გაფუჭებას.

ოპერაცია პრეზიდენტ კენედის ნებართვის გარეშე ჩატარდა. ის განრისხებული იყო დაზვერვის სამსახურის ქმედებით და ბრძანება გასცა, რომ მოწამლული შაქარი სასწრაფოდ გაეტანათ პუერტო-რიკოდან. საბოლოოდ, საწყობში, სადაც ტომრები ინახებოდა, ცეცხლი გაჩნდა და მოწამლული შაქარი საბჭოთა კავშირში აღარ გაიგზავნა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა