ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი12°C
  • გორი10°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ5 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ17:55
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 122 ნახვა

“იგლ ჰილსის” ინვესტიციაზე

„ამ ქვეყნის ავის მსურველები დაირაზმნენ, თითოეული მათი დეზინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა პირადად ამხილა, რაც დადასტურდა დღეს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომ ამ პროექტში საკუთრებები იმ ფასებში გაიყიდება, რა ფასებითაც არის დედაქალაქის სხვა უბნებში“

როდესაც ქვეყანაში უპრეცედენტო ინვესტიცია იდება, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ავის მსურველები დაირაზმნენ, სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ პოლუსზე, მაგრამ, რეალურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მყოფი “ლელო” და “შავპარტიელებიც” გაერთიანდნენ, შეტევები მიიტანეს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ “იგლ ჰილსის” პროექტზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, პირადად ამხილა ყველა დეზინფორმაცია და ეს დღესაც დადასტურდა, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ “იგლ ჰილსის” პროექტში უძრავი ქონება იმ ფასად გაიყიდება, რა ფასიც დედაქალაქის სხვა უბნებშია.

“არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის, ვითომ ხელშეკრულებაში მეჩეთებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს, ის, რომ ფასები იქნებოდა ძალიან მაღალი, ან მხოლოდ უცხოელებზე გაიყიდებოდა, ჩვენს ქვეყანაში არაბიზაცია მოხდებოდა და სხვა არაერთი. თითოეული დეზინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად ამხილა, ჩვენი გუნდის წევრებმა, არაერთხელ გავაკეთეთ აღნიშნულ საკითზე განცხადებები. პრემიერ-მინისტრის მიერ ტყუილში მხილება და რეალობის გადმოცემა დადასტურდა დღეს გავრცელებული ინფორმაციითაც, რომ ამ პროექტში იყიდება და გაიყიდება საკუთრებები იმ ფასებში, რა ფასებითაც არის დედაქალაქის სხვა უბნებში და პირიქით, 1.5-ჯერ ან კიდევ უფრო იაფია ვიდრე მაგალითად, რომელიმე ცენტრალურ უბანში ერთი კვ.მ.-ის ღირებულება. დეზინფორმაციის გამავრცელებლები, არაერთხელ წაიმტვრევენ კიდევ ცხვირს თავიანთი ტყუილებით და ქვეყნის მტრობაში.” – განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
  2. არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
  3. არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
  4. არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“