განცხადება · 144 ნახვა
„რადიკალმა ნაცაქტივისტმა ვინმე გოგოტიშვილმა, ბაჩო ახალაიასთან 9 ოქტომბერს ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა – ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ“
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელმაც, თენგო გოგოტიშვილის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ამ ადამიანებთან [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები] ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, უპასუხა: “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.
მაჭავარიანის განცხადებით, გოგოტიშვილს ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის “კარგი დღე არ დაადგება”, ხოლო, ახალაიას ეს სიტყვები წამოსცდა თუ ამოჭრა დაავიწყდათ, ამაზე თავად უნდა იდარდონ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ცოტა ხნის წინ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, რადიკალმა ნაცაქტივისტმა ვინმე გოგოტიშვილმა 9 ოქტომბერს ბაჩო ახალაიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ ხვალ დილიდან გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ. დანარჩენს თავად მოუსმინეთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანი, რომელიც აღნიშნული ინტერვიუდან შესაბამის ნაწყვეტსაც აქვეყნებს.
ლევან მაჭავარიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან მაჭავარიანი„ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ- სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან“
- ლევან მაჭავარიანი„არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში“
- ლევან მაჭავარიანი„ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება“
- ლევან მაჭავარიანი„ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ“
