ეკონომიკა

2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა

საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 

2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის: გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;

2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის:

გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;

მეტი დეტალიზაციისთვის აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,174 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 9.6%-ით აღემატება. 

2025 წლის თებერვალში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 5.2 და 3.7 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა