ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ29 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:00
სოსო არჩვაძე

განცხადება · 158 ნახვა

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების უფრო იაფად მოზიდვას“

ეკონომისტი სოსო არჩვაძე, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება – მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.“

არჩვაძის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელსაც 225-წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ლიკვიდურ ფინანსურ პლატფორმად ითვლება. ამ ბირჟაზე ოპერირებენ უმსხვილესი საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ცენტრალური ბანკები, რაც ნიშნავს, რომ იქ განთავსებული ფასიანი ქაღალდები სარგებლობს მაღალი ნდობითა და რეპუტაციით.

მისივე თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების უფრო იაფად მოზიდვას.

„ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე – კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი.

ჯერ ერთი, 225-წლიანი ისტორიის მქონე ლონდონის საფონდო ბირჟა (დაარსდა 1801 წელს) ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ლიკვიდური პლატფორმაა ასეთი ოპერაციებისთვის, ფაქტობრივად, მსოფლიო ფინანსური ჰაბია. ეს ბირჟა ასოცირდება კანონის უზენაესობასთან, გამჭვირვალობასთან და დაცულობასთან. ამ ბირჟაზე აქტიურობენ უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ცენტრალური ბანკები. ამიტომ ინვესტორები ენდობიან იქ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, მათი ემიტენტები კი სარგებლობენ მაღალი რეპუტაციული და სანდოობის დონით. ეს კი უკვე თავისთავად ნიშნავს დიდ მოთხოვნას და უკეთეს ფასს (დაბალ პროცენტს);

მეორე, ის, რომ მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო 4 წელიწადში.

მესამე, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ ქართულ ფასიან ქაღალდებზე დააფიქსირა რეკორდულად მაღალი დონე – 2.8 მილიარდი დოლარი (ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5.5-ჯერ მეტი), მაგრამ ქვეყნის მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს, ქვეყანას მიიჩნევენ გადახდისუნარიანად, რაც ამარტივებს მომავალში ინვესტიციების მოზიდვას;

მეოთხე, ეს არის პირდაპირი, არაორაზროვანი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სასურველი პირობებისა და ეკონომიური სარგებლიანობის, ქვეყნის ეკონომიკისადმი მაღალი ნდობისა და დაბალი რისკის თაობაზე. – ამ უკანასკნელის დონე წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია 25%-ზე მეტით;

მეხუთე, მოთხოვნის ჯერადი მეტობა ქართულ ობლიგაციებზე, მათ მიწოდებასთან შედარებით, აგრეთვე ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მონაწილეობა ადასტურებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში საკმაოდ მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. აღნიშნულის დასტურად გამოდგება ის ფაქტიც, რომ ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა აგრეთვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

მთლიანობაში, საქართველოსთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ „კლუბში“ ყოფნას, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სანდოობის გაზრდას, უფრო იაფ და გრძელვადიან ფინანსურ რესურსზე წვდომას. ეს კი ფაქტობრივად სახელმწიფოს ეკონომიკური და ინსტიტუციური მდგრადობის საერთაშორისო აღიარების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს.“ – წერს არჩვაძე.

სოსო არჩვაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოსო არჩვაძე„მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა, სავალუტო რეზერვების დინამიური მატება და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის მკვეთრ ზრდას ადასტურებს“
  2. სოსო არჩვაძე„2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც, ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2 პროცენტი შეადგინა“