პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რადიკალი ოპოზიციონერები არ წარმოადგენენ თავიანთი გადაწყვეტილების შემსრულებელ პირებს – ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე უკვე დიდი ხანია არიან

მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? – მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება – დარჩებიან სახლში, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიციაში არეულობაა.

„რადიკალი ოპოზიციონერები არ წარმოადგენენ თავიანთი გადაწყვეტილების შემსრულებელ პირებს – ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ სხვა ქვეყნებიდან. ფაქტია, რომ შიგნით არეულობაა. ვერ ჩამოყალიბებულან ერთიან შეხედულებაზე. ერთმანეთს აბრალებენ იმ ფიასკოს, რომელიც განიცადეს საქართველოში. მიიღებენ დავალებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ? – მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად თუ არ ექნებათ ასეთი დავალება – დარჩებიან სახლში. ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რადიკალური ოპოზიციონერები პოლიტიკურ სანაგვეზე უკვე დიდი ხანია არიან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა