ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ13:30
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 174 ნახვა

„ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას“

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას.

„ვინც არ იცის, თუ კიდევ რა ხდება საბრალო და ომით დატანჯულ უკრაინაში…

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია რესურსი „გენდერი დეტალურად“ ავრცელებს, ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოჩკა ოპორის“ და „უკრაინელი ლგბტ+ სამხედროები და ვეტერანები თანაბარი უფლებებისთვის“ მიმართვას უკრაინის ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ე.წ დამცველების თქმით, ეს პროექტი ავიწროებს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ დაცვას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ფაქტობრივი ოჯახური კავშირების აღიარებას მხოლოდ საპირისპირო სქესის პარტნიორებისთვის. რაც ნიშნავს, რომ ერთსქესიანმა წყვილებმა შეიძლება დაკარგონ მათი ურთიერთობების ნაწილობრივი სამართლებრივი აღიარების ერთადერთი არსებული მექანიზმი.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პირებთან ქორწინების ავტომატურ ბათილად ცნობას, რომლებმაც სქესის შეცვლა განიცადეს, ასეთი ცვლილების მომენტის მკაფიოდ განსაზღვრის გარეშე. ადამიანის ე.წ უფლებათა დამცველები ხაზს უსვამენ, რომ ამან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ქორწინებებიც კი, რომლებიც კანონიერად დაიდო დოკუმენტებში სქესის მარკერის ოფიციალური შეცვლის შემდეგ.

ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას „ფუნდამენტების“ მოლაპარაკებების კლასტერის ფარგლებში, კერძოდ, 23-ე მუხლის „სასამართლო ხელისუფლება და ფუნდამენტური უფლებები“, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას.

ევროკომისია აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას და ასევე დააყენებს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის გავლენის საკითხს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე უკრაინის ხელისუფლებასთან ოფიციალური დიალოგის დროს.

#იცოდესიმართლე” – წერს მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„ცოტნე ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლებისკენ უხსნის გზას, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“