ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ15:41
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 128 ნახვა

„პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე გამოვიდა სახელმწიფო აპარატის რეფორმის ინიციატივით. ჩვენი მიზანია, რეგიონული პოლიტიკა მოქნილი და ეფექტური იყოს, სადაც ნაკლები ბიუროკრატია და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა იქნება“

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სოზარ სუბარის ინიციატივას, გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატი. ქადაგიძე წერს, რომ არსებული სისტემა ახდენს რეგიონული განვითარების სამინისტროს დუბლირებას და, რეალურად, ბიუროკრატიული ლაბირინთია. ეს კი, დეპუტატის შეფასებით, აფერხებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ აპარატისთვის გამოყოფილი თანხა, რეგიონულ ფონდებში უნდა გადამისამართდეს: „სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში 13 მილიონამდე ლარი უჯდება. ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს — გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული რეფორმა, თვითმმართველობას მეტ მოქნილობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. „რას მოგვცემს სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტის გაუქმება! პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სახელმწიფო აპარატის რეფორმას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, რეგიონული პოლიტიკა მოქნილი და ეფექტური იყოს, სადაც ნაკლები ბიუროკრატია და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა იქნება. რატომ უნდა გაუქმდეს? 1. ფუნქციური დუბლირება და ბიუროკრატიული „ლაბირინთი“: დღეს რეგიონული განვითარების სამინისტრო სრულად ფარავს იმ ფუნქციებს, რასაც სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატი ახორციელებს. ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ან მადუბლირებელი რგოლის არსებობა მხოლოდ აფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ე.წ. „შუამავალ რგოლად“ რჩება, რომელიც მხოლოდ ბიუროკრტიულ, ნომინალურ ფუნქციას შეასრულებს; • ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს. * რეგიონული პოლიტიკა რეგიონული განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა. • ადგილობრივ პრობლემებს მუნიციპალიტეტი (მერია) აგვარებს. კითხვა: რაში სჭირდება ხალხს ზედმეტი რგოლი, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გამტარია და გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვს აჭიანურებს? 2. ბიუჯეტის დაზოგვა და ოპტიმიზაცია: სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში 13 მილიონამდე ლარი უჯდება. • ჩვენი შეთავაზება: ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს — გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს. ბიუჯეტი დუბლირებულ სამსახურებს კი არა, სოფლებსა და ქალაქებს უნდა მოხმარდეს! 3. თვითმმართველობის გაძლიერება: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“ რეგიონში, რაც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. მართვის ვერტიკალი უნდა იყოს პირდაპირი: ცენტრალური ხელისუფლება – მუნიციპალიტეტი. შუამავალი რგოლების მოშორება გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობასა და მოქნილობას; • ჩვენ გვინდა მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის და არა „დანიშნული რწმუნებულის“ წინაშე“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“