ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიერ პრემიერის შეურაცხყოფას ეხმაურება.
„ნანულასნაირების მიერ სინდისის პატიმრად შერაცხულ ვინმე მომსახიობო ელემენტი ანდრია ძალიან მძიმე დღეშია ჩავარდნილი. ის მკაფიოდ ხედავს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ის წარმოადგენს ბოლო დღეებს ითვლის. კერძოდ, ვერ შედგა უცხოეთიდან დაგეგმილი და ანდროსნაირების მიერ ადგილზე შესასრულებელი სახელმწიფოს იზოლაცია და გაყალბებული არჩევნების ყვირილით სახელმწიფო გადატრიალება. უფრო მეტიც , თავად ანდრო სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, სადაც დიდი ალბათობით ხანგრძლივი დროით მოუწევს ფიქრები მის მისნაირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. იმავდროულად ამას ზედ ემატება საკუთარ დეიდაშვილ ლიაკა ხოშტარიასათვის კრემლის მიერ ნაფეშქაშევი 250 ათასი $…
და აიშალა ბნი ნდრო, მაგრამ როგორ აიშალა. ხუმრობა საქმეა 250 ათასი დოლარი მის გარეშე გადანაწილება, მოხმარება-გრიალი?
ამიტომაც ნაცლიდერებისაგან მოტყუებული ანდრო ღირსეული პრემიერის მხრიდან სიმართლის თქმას და სამართლიან შეფასებას ვერ ეგუება და რაღაც აბსურდს აბრეხვებს ვინმე ე.წ. ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და საკუთარი ოჯახის შესახებ. თანაც თანამოაზრეებისაგან უღვთოდ განწირული და დამნაშავედ ქცეული, არაკაცურ სიტყვას კადრულობს.
ასეა. ფულის გამო სახელმწიფოს და ხალხის გაწირვამ იცის ანდრო შენს მდგომარეობაში კაცის ჩაგდება. ფულის“,-წერს ედიშერ გვენეტაძე.
