ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი4°C
  • გორი4°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−12°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ამბავისაზოგადოება139 ნახვა

3 თე­ბერ­ვლი­დან 4 თე­ბერ­ვლის დი­ლამ­დე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უ­ა­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი

3 თე­ბერ­ვლი­დან 4 თე­ბერ­ვლის დი­ლამ­დე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უ­ა­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აფრთხილებს.

3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველო: მოსალოდნელია ნალექი, რომელიც ზოგან ძლიერი იქნება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება.

ზღვაზე: სინოპტიკოსები პროგნოზირებენ 3-4 ბალიან შტორმულ ღელვას.

ძლიერი ქარი: ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მაღალმთიანი რაიონები: მოსალოდნელია დიდთოვლობა, ნისლი და ქარბუქი.

საფრთხეები საავტომობილო გზებზე

ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე. მძღოლებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით უღელტეხილებზე გადაადგილებისას.

მეწყრული პროცესების გააქტიურება

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე საფრთხის დონე საშუალოა.