სამართალი

პოლიციამ დააკავა მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ოთხი რადიკალი მონაწილე – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

Handcuffed business criminal --- Image by © Wavebreak Media Ltd./Corbis

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგო კობერიძეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, სამართალდამცავებმა დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური პროტესტის მონაწილე ოთხივე პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გუშინ, მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები, წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა