ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი4°C
  • გორი7°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 6 ნოემბერი
  • USD2.5955−0.0003
  • EUR2.9145−0.0053
  • GBP3.4935−0.0056
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1827+0.0100
  • AZN1.5270−0.0002
  • 1000 AMD7.2001−0.0029
  • 10 UAH0.5707+0.0008
ამბავისაზოგადოება129 ნახვა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.

ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ირაკლი კიკვაძემ საბჭოს წევრებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.