უცხოური მედია

ფინეთის პრეზიდენტი – უკრაინას შესაძლოა, მოუწიოს კომპრომისებზე წასვლა ტერიტორიასთან დაკავშირებით, რაც ასახავს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას

უკრაინას შესაძლოა, მოუწიოს კომპრომისებზე წასვლა ტერიტორიასთან დაკავშირებით, რაც ასახავს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტუბის თქმით, სახელმწიფოებრიობა შედგება მიწის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისგან და ფინეთმა დაკარგა სამიდან ორი 1940-იან წლებში.

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, სურვილი ჰქონდა, უკრაინას სამივე შეენარჩუნებინა, მაგრამ ახლა შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას.

„სამიდან ორს მაინც თუ მივიღებთ უკრაინისთვის, ვფიქრობ, ეს შესანიშნავია, მაგრამ ფინეთი არასოდეს აღიარებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ამ ომის დროს რუსეთის მიერ არის ანექსირებული“, – აღნიშნა ალექსანდერ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რაღაც მომენტში რუსეთს და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები დასჭირდებათ. მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს კიევის „კბილებამდე“ შეიარაღებას, რათა მოსკოვის განმეორებითი თავდასხმა შეაჩეროს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა